

ხარაგაულსა და ზესტაფონში ოპტიკური ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
ინტერნეტის ცენტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს კომპანია „ოუფენ ნეტი“ ამონტაჟებს.
ხარაგაულში მომუშავე ბრიგადის სამუშაოთა მწარმოებელი გია თავდიშვილი ამბობს, რომ ამჟამად ხარაგაულში ორი ჯგუფი მუშაობს.
„ჩვენ მხოლოდ მაგისტრალის გაყვანაზე ვმუშაობთ, მოსახლეობის დაქსელვა მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ დაიწყება. ჩვენი ბრიგადა დაბა ხარაგაულში მუშაობს. სოფლებში სხვა ჯგუფები მუშაობენ, ზოგიერთ სოფელში საჰაერო მაგისტრალი კეთდება. სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი მონტაჟდება შემდეგ სოფლებში: გედსამანია, ვახანი, ზვარე, ლახუნდარა, ლაშე, ლეღვანი, მარელისი, მოლითი, ნადაბური, ნებოძირი, სარგვეში, საღანძილე, ფარცხანალი, ქვები, ღორეშა, ჩრდილი და ციცქიური.
„ოუფენ ნეტის“ მედიამენეჯერის, ეთო მონასელიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, პროგრამის სამიზნე არეალები განისაზღვრება კომუნიკაციების კომისიის მიერ მოწოდებული ე.წ. თეთრი ზონების მიხედვით და საქართველოს მთავრობის #375 დადგენილებით განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) მოსახლეობის რაოდენობა (200 ადამიანი და მეტი);
ბ) აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კომერციულ ოპერატორებს არ აქვთ უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა;
გ) არ გეგმავენ ასეთის მშენებლობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
ზესტაფონი-ხარაგაულის მიმართულება, მთლიანობაში, მოიცავს 260 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, შემდეგი ხუთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ხარაგაული, საჩხერე, ხაშური, ზესტაფონი, თერჯოლა. ამ მიმართულებაზე მაგისტრალის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა პროექტის – რეგიონების ციფრული ტრანსფორმაცია და ახალი შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის (Log in Georgia) ფარგლებში მიმდინარეობს.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ეს დღე
შინაგან საქმეთა სამინისტოს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის
„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი „სურსათის საიდუმლოებები
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში