

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს ბრალი და სასჯელი დაუმძიმდეს. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ 4-დან 7 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
14 ნოემბრის სხდომაზე პროკურორები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.