

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი მედიების მხარდაჭერის კამპანიას და თბილისის წიგნის დღეებზე, სერია „Magnum Opus“-ის ყველა გაყიდული ეგზემპლარიდან შემოსულ 30%-ს გადარიცხავს მათ ანგარიშზე.
გავაძლიეროთ ერთმანეთი!
Magnum Opus ლათინურად მთავარ, ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს ნიშნავს. ფიქრი. სიტყვა. აზრი. ქმედება. განსჯა-ანალიზი. ამ სერიის დიდებული ავტორები გვიყვებიან ყველაფერზე – თითქმის ყველაფერზე – ადამიანის არსზე, მასაზე და საზოგადოებაზე, თავისუფალ სიტყვასა და დიალოგზე, რომელსაც ინდივიდი სამყაროსთან წარმართავს.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – 22 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. პლატფორმაზე – sinatle.media ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით მათი მხარდაჭერა ერთად არის შესაძლებელი.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.