

ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს იმ ორგანიზაციებისთვის/შუამავლებისთვის, რომლებიც ახალი ამბების ჟურნალისტიკას დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სფეროებში უჭერენ მხარს.
კონკურსის მეშვეობით მედიის სფეროში გამოცდილების მქონე ორგანიზაციები შეძლებენ, შექმნან დაფინანსების მექანიზმი და გადაანაწილონ თანხები ახალ ამბებზე მომუშავე იმ მედიაორგანიზაციებზე, რომელთა მუშაობაც დემოკრატიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი და რეგიონული მედია, სათემო მედია, საგამომძიებლო ჟურნალისტიკა ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ახალ ამბებზე მომუშავე მედია.
წელს ხელმისაწვდომი ბიუჯეტი 6.9 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეულ პროექტს მაქსიმუმ 2.5 მილიონი ევროს მოთხოვნა შეუძლია. თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა მთლიანი ხარჯების 90%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კონკურსის გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა საკუთარი პროექტები ნაწილობრივ უნდა დააფინანსონ (თუმცა მათ ბენეფიციარებს თანადაფინანსების ვალდებულება არ ექნებათ).
კონკურსი ეძებს შუამავალ ორგანიზაციებს, რომლებიც მედიის სფეროში აქტიურად მუშაობენ. ამ ორგანიზაციებს ფინანსური დახმარება იმისთვის მიეწოდებათ, რომ მათ ახალი ამბების ჟურნალისტიკის იმ სექტორებისთვის გამართონ დაფინანსების სქემები, რომლებსაც დაფინანსება ესაჭიროებათ. შესაბამისად, კონკურსი ღიაა ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა მედიის ასოციაციები, არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საჯარო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები, ჟურნალისტური ფონდები და მედიაპროფესიონალების გადამზადებაზე მომუშავე სამწვრთნელო ორგანიზაციები, აგრეთვე კომერციული ორგანიზაციები, ფონდები და სხვა. წინადადებების წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონსორციუმის სახით.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 4 თებერვალი.
კონკურსის თემა ერთ-ერთია იმ ორიდან, რომლებიც წელს ჟურნალისტური პარტნიორობების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა. მეორე საკონკურსო თემა ეხება საზღვართაშორის მედიათანამშრომლობას და ის ასევე ღიაა საქართველოსთვის.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის დეკლარირებასთან
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ახალარჩეული საკრებულოების
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 30 ოქტომბერს,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ,