

2025 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა.
„ქუთაისი ცოდნის, პროგრესისა და დემოკრატიული ღირებულებების ქალაქია, რაც მას ევროპის დღის აღსანიშნავად ნამდვილად შესაფერის ადგილად აქცევს. ჩვენ აქ ვართ, რათა ხაზი გავუსვათ 30 წელზე მეტი ხნის მეგობრობასა და პარტნიორობას. ყველას გიწვევთ, შემოგვიერთდით, რომ შევიგრძნოთ იმერეთის ენერგია და აღმოვაჩინოთ, რა აერთიანებს ევროკავშირსა და საქართველოს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მრავალფეროვანი ღონისძიებები მოიცავდა ფიზიკური, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობების ნაზავს.
ქალაქის მასშტაბით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის 12-კმ-იან ველოტურს და ევროპის დღის ბაზრობას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების უნიკალური არჩევანი.
ინტელექტუალურ პროგრამაში შედიოდა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართული საუბრები თემაზე „ქალი, როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალა“. კულტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა აუდიო-ვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ და ფოტოგრაფიის მასტერკლასი „ისტორია თქვენს თვალწინ“ ნათელა გრიგალაშვილთან ერთად.
ევროპის დღის ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა „10 წელი ფოკუსში“, სადაც მსურველებს შეეძლოთ ,,ევროკავშირის პრიზის ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოები დაეთვალიერებინათ. დღე დოკუმენტური ფილმის „ქუთაისის ტალღა“ ჩვენებით დასრულდა; ფილმი EU4Culture პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა და ქალაქის მდიდარ, ალტერნატიულ კულტურულ მოძრაობასა და საზოგადოებრივ მდგრადობას შეეხება.

ღონისძიებებში ყველა ასაკის მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და შესაძლებლობა მიეცა მეტი გაეგო საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ, ჩართულიყო კულტურულ გაცვლით პროგრამებში და უკეთ გასცნობოდა იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს საერთო აქვთ.
ღონისძიებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალის სანახავად, ესტუმრეთ European Union in Georgia-ს ვებ-გვერდს: https://eu4georgia.eu/europe-days-kutaisi/

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:
ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. ევროკავშირის მიერ, პარტნიორებისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ამჟამად, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და, ამავდროულად, პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.
საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ადამიანებს ციფრული და სოციალური კავშირების დამყარებაში, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნებაში ეხმარება.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2
გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში,