

მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მიზნობრივი ტრანსფერი გამოეყო; მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 393 975 ლარი.
ადგილობრივიხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბორითის, ვახანის, ზვარის, კიცხის, ხიდრისა და ხუნევის სკოლებში დაიგეგმა.
ამჟამად ხუნევის საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის განახლება, შენობის შიგა და გარე კოსმეტიკური რემონტი. ეს სამუშაოები შპს „პარტნიორმა“ (დირექტორი გურამი მაღლაკელიძე) 29 191 ლარად უნდა შეასრულოს. სარემონტო სამუშაოების გამო ხუნევის სკოლა სასწავლო პროცესს გედსამანიის სკოლის კორპუსში აგრძელებს.
ვახანის საჯარო სკოლაში გარე სპორტული მოედნის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში შპს-მ „ლ.კ. ჯგუფი +“ (დირექტორი ლაშა კლდიაშვილი) გაიმარჯვა. ვახანის სკოლის გარე სპორტული მოედანი 79 434 ლარად უნდა მოეწყოს.
ზვარეს საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია ი/მ „გურამი ღონღაძემ“ 39 172 ლარად ივალდებულა.
კიცხისა და ხიდრის საჯარო სკოლების შენობების გადახურვის სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამ ტენდერში შპს „იმერეთი 2014“ (დირექტორი გოჩა აბულაძე) და ი/მ „რუბენ ლუტიძე“ მონაწილეობდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ ორივე კომპანიას, არასრულყოფილი ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა. მერიის შესყიდვების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ სკოლების შენობების გადახურვისთვის ხელახალ ტენდერს უახლოეს დღეებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან თანხმობის მიღებისთანავე, გამოაცხადებენ. სავარაუდო სატენდერო თანხა 91 115 ლარია.
ფოტოზე: ხუნევის საჯარო სკოლა
დღეს, 2 დეკემბერს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ფერმერებთან საინფორმაციო
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, როდესაც
ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე
ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია
შობის მარხვა, კალენდრის მიხედვით, უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება