

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის N1550 განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 44 134 000 ლარი გამოეყო, 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობის გამო დაზიანებული ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციოდ. ამ თანხიდან 1 995 000 ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის განისაზღვრა.
სტიქიის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 113 ოჯახი დაზარალდა. სულ დაზიანებულია 14 024 კვმ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სახურავი.
სამუშაოები გამარტივებული შესყიდვით, ერთ პირთან მოლაპარაკებით, განხორციელდება. მიმდინარეობს ბაზრის კვლევა; სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება, ჯერჯერობით, არ გაფორმებულა.
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.