
12 ოქტომბრიდან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ გარე საზღვრებზე ევროპის ახალი ციფრული სასაზღვრო სისტემის – შესვლა-გასვლის სისტემის (EES) დანერგვა დაიწყეს.
აღნიშნული თარიღის შემდეგ წევრი სახელმწიფოები დაიწყებენ ევროკავშირის იმ არაწევრი მოქალაქეების მონაცემთა ელექტრონულ აღრიცხვას, რომლებიც ევროკავშირის გარე საზღვრებს მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) კვეთენ. ეს პროცესი ეტაპობრივად, ექვსი თვის განმავლობაში დაინერგება.
ეტაპობრივი გარდამავალი პროცესის განმავლობაში წევრი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ საზღვრო-გამშვებ პუნქტებში დაიწყება სისტემის დანერგვა და როდის. ეს საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს დაიწყონ ახალი სისტემით სარგებლობა და ამავე დროს უზრუნველყონ სასაზღვრო ორგანოების, სატრანსპორტო ინდუსტრიის და მოგზაურების შეუფერხებელი ადაპტაცია ახალ პროცედურებთან.
2026 წლის 10 აპრილიდან შესვლა-გასვლის სისტემა (EES) სრულად იქნება დანერგილი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, ხოლო პასპორტებში შტამპის დასმის პრაქტიკა სისტემაში ელექტრონული ჩანაწერების გაკეთებით შეიცვლება. ეს ჩანაწერები უზრუნველყოფს სარწმუნო მონაცემების მიწოდებას საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში ყოფნის ვადებს, და დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბების შემთხვევებს.
ავტომატიზებული სასაზღვრო შემოწმებების უფრო ინტენსიურად გამოყენების შედეგად მგზავრობა ყველასთვის გამარტივდება და უფრო უსაფრთხო გახდება. იმ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, სადაც მოქმედებს შესვლა-გასვლის სისტემა (EES), ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების საპასპორტო მონაცემებს, ბიომეტრული მონაცემებს (სახის გამოსახულება და თითების ანაბეჭდები) და შესვლა-გასვლის მონაცემებს დაარეგისტრირებენ შესვლა-გასვლის სისტემაში (EES).
ეს მოხდება პირველი შესვლისას და პირველი გასვლისას; ყოველი შემდგომი შესვლისას და გასვლისას მხოლოდ სწრაფი დადასტურება იქნება საჭირო. ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება გადაწყვიტოს პროცესების შემდგომი ავტომატიზაცია თვითმომსახურების სისტემებით. ახალი სისტემა აკმაყოფილებს მონაცემთა და კონფიდენციალურობის დაცვის უმაღლეს სტანდარტებს, რაც მგზავრთა პერსონალური მონაცემების დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პასპორტში შტამპის დასმის პრაქტიკა ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.
მოგზაურებს შეუძლიათ განახლებული ინფორმაცია და ინსტრუქციები იხილონ შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოფიციალურ ვებსაიტზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისადმი მიძღვნილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიიამ მიიღო განკარგულება
კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ერთ-ერთი ყველაზე
კლიმატის ცვლილება დღეს ფაქტია და ამაზე არავინ დავობს.