დღეს, 9 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტური დაიწყო. თამაშები გეზრბენსა და ფრენბურთში ჩატარდა.

პირველი ადგილი და რეგიონალურ ტურნირზე თამაშის გაგრძელების უფლება მოიპოვეს:

გეზრბენში – ხევის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა;

ფრენბურთში – ლეღვნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტური მერიისა და „სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპეციალისტი სპორტის საკითხებში უჩა ცხადაძე ამბობს, რომ მომდევნო კვირებში შეჯიბრება გაიმართება მინი ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და „მხიარულ სტარტებში“. ამ თამაშების ჩატარების თარიღი ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრთან და სკოლების დირექციებთან ზუსტდება.

სასკოლო სპორტული ოლიპიადის რაინული ტური ნოემბერში უნდა დასრულდეს. 2026 წლის გაზაფხულზე კი ამ ოლიმპიადის რეგიონული ტური ჩატარდება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოში 2014 წლიდან ტარდება.