

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საბავშვო ბაღის შენობაში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მესამე წელია, შეწყვეტილია. ამის მიზეზია ის, რომ ბაღის შენობა მეწყერსაშიშ ზონაშია. საბავშვო ბაღში სწავლის შეწყვეტის რეკომენდაცია გეოლოგებმა გასცეს.
მას შემდეგ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ზვარის სკოლის შენობაში სასკოლო მზაობის ჯგუფში სწავლობენ. ამჟამად იქ 8 აღსაზრდელია. მშობლები საბავშვო ბაღის სრულყოფილად ამოქმედებას მოითხოვენ.
რა გეგმა აქვს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ზვარეში საბავშვო ბაღის სრულყოფილად ამოქმედებასთან დაკავშირებით, – ამ შეკითხვით გაერთიანების დირექტორს თამარ ლაცაბიძეს მივმართეთ.
„ზვარეში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება. ჯერჯერობით, სოფელში ადგილი ვერ შეირჩა. თუმცა, ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ“, – ამბობს თამარ ლაცაბიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი