

საკვების ნარჩენის კონცეფცია ორ პრობლემას, საკვების დანაკარგსა და საკვების ნარჩენებს აერთიანებს. დაკარგული საკვები ის სურსათია, რომელიც მანამ გადაიყარა, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევდა. საკვების ნარჩენს კი წარმოადგენს სურსათი, რომელიც მომხმარებლამდე უკვე მივიდა, თუმცა მაინც გაფუჭდა ან გადაიყარა.
საკვების კარგვისა და ფლანგვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათგან წარმოქმნილი სათბური აირებია, კერძოდ მეთანი (CH₄), რომელიც ნაგავსაყრელზე საჭმლის ლპობის შედეგად წარმოიქმნება. გლობალური დათბობის კუთხით, ეს აირი 28-ჯერ ძლიერმოქმედია, ვიდრე ნახშირორჟანგი (CO2).
რაც შეეხება ადამიანებისადმი მიყენებულ ზიანს, დიდი რაოდენობის საკვების კარგვის და ფლანგვის შედეგად, ნაკლები რესურსი რჩება, ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად – ეს კი მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში უამრავი ადამიანი შიმშილობს.
ყველა ჩამოთვლილი პრობლემა გლობალურად ციფრებში ასე აისახება:
ოფიციალური მონაცემებით, საკვები ნარჩენების მართვა საქართველოშიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა — ნაგავსაყრელებზე ნარჩენების უდიდეს წილს სწორედ საკვების ნარჩენები შეადგენს.
ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო ცირკუალურ გადაწვეტების დანერგვის ხელშეწყობითა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, წინ მიიწევს ნარჩენების შემცირების მიმართულებით. საუკეთესო ევროპული პრაქტიკების დანერგვა, აძლიერებს ცირკულარულ მიდგომებზე გადასვლის პროცესს.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა