

23 სექტემბერს ლიტერატურული კონკურსის, „ლილე 2025“, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული (EUSEW) 2025“-ის ფარგლებში „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ მოეწყო.
კონკურსი ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკისა“ და ენერგოეფექტიანობის ცენტრის თანამშრომლობით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით – ფაზა III“-ის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ანდრეა ბაჯიოლიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი ენერგეტიკის საკითხების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის მიმართ.
ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ (CoM), გუნდის ლიდერი ქრისტოფერ ფრერინგი. მან ისაუბრა იმ საკვანძო როლზე, რომელიც ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობას აქვს კლიმატის და მდგრადი ენერგეტიკის პროცესებში.
კონკურსმა ხუთი გამარჯვებული გამოავლინა:
საღამოს უძღვებოდნენ მწერალი მიხო მოსულიშვილი და „მერების შეთანხმების“ ექსპერტი საქართველოში, გიორგი აბულაშვილი.
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას
გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია:
„ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული სწავლება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,