
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ, 20:00 საათიდან მიმდინარეობდა წინასწარ, საჯაროდ დაანანონსებული საპროტესტო აქცია. მიუხედავად იმისა, რომ იყო საფრთხე აქციის მონაწილეებთან კონფლიქტის დაწყებისა, შსს წარმომადგენლები არ იყვნენ ადგილზე მობილიზებული.
მშვიდობიანი დემონსტრანტები სკანდირებდნენ ავტორიტარული მმართველობის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, როდესაც, მათ თავს დაესხა რამდენიმე ავტომობილიდან ორგანიზებულად გადმოსული ჯგუფი.
ამასთან, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან ასევე ორგანიზებულად გამოჭრილმა მხარდამჭერთა ჯგუფმა ფიზიკურად იძალადა აქციის მონაწილეებზე, ქალებზე, პოლიციელებსა და ჟურნალისტებზე. ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს მათი მისამართით.
შსს ადგილზე მყოფი წარმომადგნლები არ/ვერ იღებდნენ ზომებს თავდასხმების აღსაკვეთად, რასაც საბოლოოდ მოჰყვა პროტესტის მონაწილე პირთა გარიდება ადგილიდან. ფიზიკური ზიანი მიადგა პროტესტის მონაწილე არაერთ პირს, დაკარგულია პრესის წარმომადგენელთა მობილური ტელეფონები.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პირდაპირი ვიდეომტკიცებულება გავრცელდა, სადაც მარტივად არის შესაძლებელი ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დადგენა, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია არცერთი პირი.
იმავე საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. აღსანიშნავია, რომ ამავე უწყებამ ნაცვლად 126-ე მუხლისა, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციის მონაწილეების მიმართ გამოძიება დაიწყო 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ვიდეომტკიცებულებები, აქციის მონაწილეთა განცხადებები ცხადჰყოფს, რომ ადგილი ჰქონდა მათზე ორგანიზებულ თავდასხმას არაერთგზის, რასაც ხელი შეუწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობამ. აღნიშნულს ადასტურებს ქართული ოცნების წევრების მხრიდან საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
ცენტრი მიმართავს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 8 სექტემბერს განხორციელებულ ძალადობაზე წარმართონ დროული, ეფექტური გამოძიება, სწორი კვალიფიკაციით, დროულად მოახდინონ ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ, 20:00 საათიდან მიმდინარეობდა წინასწარ, საჯაროდ დაანანონსებული […]
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის