

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის საერთაშორისო პროგრამა – UPSHIFT საქართველოში იწყება!
პროგრამა განკუთვნილია 14–18 წლის ახალგაზრდებისთვის საქართველოს მასშტაბით.
UPSHIFT ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას დაინახონ თავიანთ გარშემო არსებული პრობლემები და იფიქრონ მათ გადაჭრაზე ინოვაციური გზებით. პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები, რომ განახორციელონ ცვლილებები სოციალური გავლენის მოსახდენად.
პროგრამის ფორმატი და ხანგრძლივობა:
3 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი (ჯამში 80 საათი)
პროგრამა მოიცავს: სასწავლო კურსს, ბუთქემფს და დემო დღეს.
ფიზიკური შეხვედრები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი და ახალციხე.
საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 80 მონაწილე – თითო ლოკაციისთვის – 20.
პროგრამის დასრულებისას მონაწილეები წარადგენენ საკუთარ სოციალურ პროექტებს დემო დღეზე, ხოლო საუკეთესო იდეები მინი გრანტებით დაჯილდოვდება.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციის ბმული.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.