
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერის, ანიტა ჰიპერის 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
„ეს არის ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი – ფინანსებზე წვდომის წინასწარგანზრახული აღკვეთის საშუალებით მოსპობა, რაც მიზნად განსხვავებული აზრის ჩახშობასა და დასჯას ისახავს“, – აღნიშნა ანიტა ჰიპერმა.
მან დაურთო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები „არ არიან სახელმწიფოს მტრები, არამედ, დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენს წარმოადგენენ“.
ამასთან, ანიტა ჰიპერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში იყო „ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა, რასაც მისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა“. მან განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ძირითად პრინციპებს უგულებელყოფს.
ევროკავშირის სპიკერმა დასასრულს დაურთო, რომ ევროკავშირი „მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მედეგ და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად კვლავ ემსახურება მოქალაქეებს“.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ,
ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობებისა […]
29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მადრიდში გაიმართა ევროპის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.