
29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მადრიდში გაიმართა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი, რომელიც კარდიოვასკულარული მედიცინის სფეროს წამყვან მოვლენად ითვლება. კონგრესმა, რომელზეც 30,000-ზე მეტი კარდიოლოგი შეკრიბა, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას უახლესი კვლევები და კლინიკური მიღწევები გაუზიარა.
წლევანდელი კონგრესის მთავარ თემებს შორის იყო გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი მეთოდები, კარდიო-ონკოლოგიის ინტეგრირებული მიდგომები და რევოლუციური სიახლეები ინტერვენციულ კარდიოლოგიასა და რითმოლოგიაში.
საქართველოს მხრიდან მოხსენება წარადგინა კახაბერ ეცადაშვილმა, კარდიოლოგმა და ჩაფიძის გულის ცენტრის რითმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა. სესიის დისკუსიას უძღვებოდა ზვიად კერესელიძე, თბილისის გულის ცენტრის კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი.
1 სექტემბერს გამართულ სესიაზე განიხილეს სულ უფრო მზარდი ონკოლოგიური პათოლოგიების მქონე იმ პაციენტების მკურნალობის სქემები, რომლებსაც ქიმიოთერაპია და სხვა სპეციფიური მკურნალობა ესაჭიროებათ.
სესიაზე მოხსენებები ჰქონდათ გიორგი გოგიშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს კარდიო-ონკოლოგიის სამუშაო ჯგუფს, და თამარ გაფრინდაშვილს, რომელიც ამ ჯგუფის აქტიური წევრია და ბოხუას სახელობის კარდიო-ვასკულურ ცენტრს წარმოადგენს.
სესიას თავმჯდომარეობდა ზვიად კერესელიძე, ხოლო მოხსენებების შემდეგ დისკუსია წარიმართა ჩაფიძის გულის ცენტრის ექიმის, მარიამ ლომიძის მიერ.
ვრცლად მადრიდში გამართული ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური მსოფლიო კონგრესის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ,
ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ
29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მადრიდში გაიმართა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი, რომელიც კარდიოვასკულარული მედიცინის სფეროს წამყვან მოვლენად […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.