

კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ფარგლებში მხარდამჭერების მხრიდან მიღებული შემოწირულობები სრულად რეგიონულ მედიებზე განაწილდა.
რეგიონული მედიების უმრავლესობა, უკვე რამდენიმე თვეა, რთული ფინანსური გამოწვევების წინაშე ვართ. რამდენიმე ჩვენგანი ვერ ფარავდა საოფისე ხარჯს და საქმიანობისთვის გასაგრძელებელი აუცილებელი საჭიროებებისთვის არ გვქონდა ფინანსები.
კამპანიის ფარგლებში მიღებული შემოწირულებები რეგიონულ მედიებს ერთი თვის განმავლობაში მოგვცემს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას და შეგვინარჩუნებს ოფისებს.
მადლობა თითოეულ შემომწირველს, ყველას, ვინც გაავრცელა ინფორმაცია და დამოუკიდებელ ონლაინმედიებს ფიზიკურად დაგვიდგა გვერდით.
„კამპანია სულ რამდენიმე კვირაა, დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდაჭერის მოსურნე ასობით ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა. საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი მედიის არსებობა უმნიშვნელოვანესია და ამ რამდენიმეკვირიანმა გამოცდილებამ ეს კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა.
კამპანიაში 22 ონლაინმედიაა ჩართული. პირველი კვირების განმავლობაში მიღებული ფინანსები რეგიონულ მედიებზე განაწილდა, რომელთაგან ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული იყო. გადაწყვეტილება კამპანიაში მონაწილე მედიებმა მიიღეს. სოლიდარობისა და მხარდაჭერის ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს კამპანიის მენეჯერი ქეთევან ქავთარაძე.
თქვენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია.
#GE76TB7548536080100013
#GE06BG0000000609779465
პლატფორმა https://sinatle.media
თიბისი ბანკი #GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი #GE06BG0000000609779465
მიმღები: „ხალხის წყარო“
ემიგრაციიდან: https://www.gofundme.com/f/help-media-in-the-fight-for-democracy-in-georgia
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას
გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია:
„ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული სწავლება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,