
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება. 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სკოლებში დარჩენილ ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე ის პირველკლასელები დარეგისტრირდებიან, ვინც ეს I, II და III ეტაპებზე ვერ შეძლეს, ან სურთ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მესამე ეტაპის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 144 პირველკლასელია რეგისტრირებული.
ყველაზე მეტი – 17 პირველკლასელი ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში დარეგისტრირდა. თითო-თითო პირველკლასელია რეგისტრირებული ლეღვანის, სარგვეშის, უბისისა და ბაზალეთის საჯარო სკოლებში.
გასული, 2024-2025 სასწავლო წლისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სკოლაში 155 პირველკლასელი იყო დარეგისტრირებული.
ფოტოზე: ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელები, 2024 წლის 15 სექტემბერი
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის