

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე სასოფლო განყოფილების ბიბლიოთეკარები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა სტუმრებს ბიბლიოთეკის საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილები დაათვალიერებინეს:
ბიბლიოთეკის სამკითხველო, საგამოფენო, საკონფერენციო დარბაზები, პრესის, წიგნისა და დამწერლობის მუზეუმები.
ბიბლიოთეკარებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია გამოფენილი ექსპონატების შესახებ, გაეცნენ ფონდების კატალოგიზაციის პროცესს, ელექტრონულ ბაზებს, რესტავრაციის პროცესს.
ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს მდიდარი ისტორია და არქიტექტურული ღისშესანიშნაობები, დარბაზები, სადაც ინახება უნიკალური ეგზემპლარები, მათ შორის: საუკუნეების ხელნაწერი წიგნები, დოკუმენტები, ევროპული და ქართული სტამბების პირველი ნაბეჭდი წიგნები და სხვ.
ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ ხარაგაულელ კოლეგებს საჩუქრად ბიბლიოთეკის უახლესი გამოცემები გადასცა.
ხარაგაულის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მათი სტუმრობა მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისა და ხარაგაულის ბიბლიოთეკებში თანამედროვე სტილით მუშაობის დასანერგად.
ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის
ხარაგაულში საბავშვო თეატრი იქმნება. ამ თეატრის შექმნა ახალგაზრდული ფესტივალის
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს ყველა მსურველს ევროკავშირისა და საქართველოს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის რამდენიმე წევრი
ხარაგაულში ტრადიციული ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“