ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა ღირსეული პიროვნება, მრავალი თაობის აღმზრდელი, პრინციპული და უაღრესად განათლებული ადამიანი – ბორითის სკოლის ყოფილი დირექტორი ტარიელ კურტანიძე.

ტარიელ კურტანიძე 1942 წლის 5 ივლისს დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში. 1974 წლის მარტში მუშაობა ბორითის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად დაიწყო. 1977 წლის იანვრიდან ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე იყო სასწავლო მუშაობის დარგში.

1987-2007 წლებში ბორითის საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა, შემდეგ – ღორეშის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.

ტარიელ კურტანიძე კოლეგებსა და პედაგოგიურ საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ის გამოირჩეოდა სიკეთით, სიყვარულით, პატიოსნებითა და სამართლიანობით.

ბატონი ტარიელი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის ერთგული მეგობარი, საიმედო მრჩეველი და მკითხველი იყო. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობს ბატონი ტარიელის ოჯახს, მის მშობლიურ სოფელ ღორეშას, ბორითის სკოლის კოლექტივს.

ტარიელ კურტანიძის პანაშვიდი 30-31 მაისს გაიმართება. დაკრძალვა კვირას, პირველ ივნისს, 14:00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში, საჯვარისუბანში.