

პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისთვის პორტალზე www.forestry.ge ეკოკლუბებისგან აქტივობების დამატება შეწყდება.
ნახევარფინალისტები რეგიონების მიხედვით 7 ივნისისთვის გამოვლინდებიან. რეგიონული ნახევრაფინალები 31 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 28 სექტემბერს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში წელს კიცხის, ლაშის, ლეღვანის, ვარძიისა და ხუნევის სკოლების ეკოკლუბები მონაწილეობენ.
კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“, შუალედური შედეგებით (2 190 ქულა) რეიტინგის პირველ ხუთეულში იმყოფებოდა. ამ ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი ელისო არჯევანიძე ამბობს, რომ კონკურსის ნახევარფინალში აუციელბლად გადავლენ.
წარმატებებს ვუსურვებთ სასკოლო პრემიის ხარაგაულელ მონაწილეებს.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:
წლევანდელი კონკურსის სლოგანია – ბუნების დაცვა და კეთილდღეობა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის