

ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ასი ახალი წიგნი შეიძინა.
„კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ახალი წიგნები ამ ააიპ-ის ბიუჯეტიდან იყიდეს.
ახალი წიგნების ჯამური ღირებულება 2 ათასი ლარია.
უახლოეს დღეებში საბიბლიოთეკო გაერთიანება 900 ლარიანი ვაუჩერით ახალი წიგნების შეძენას კიდევ აპირებს. „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურზმის განვითარების ცენტრის“ ბიუჯეტიდან წიგნების შესაძენად კიდევ 3 ათასი ლარია განსაზღვრული.
ნანა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე შეძენილი წიგნები საბავშვო და სოფლებში მოქმედ ყველა ბიბლიოთეკაში მკითხველების მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილდება.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის