

მოსწავლეთა ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ ფინალში ხარაგაულიდან რვა გუნდი მონაწილეობდა.
ფინალამდე ამ გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს სასკოლო, რაიონულ და რეგიონულ ტერებში. შეჯიბრი სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ტარდება.
III-IV კლასების მოსწავლეებს შორის გამართულ ფინალურ შეჯიბრებაში ხარაგაულიდან მონაწილეობდნენ:
VI-VIII კლასელებს შორის ფინალურ შეჯიბრებაში ხარაგაულიდან ლეღვნის სკოლის გუნდი „სლიზერინელები“ (კაპიტანი საბა შარიქაძე) მონაწილეობდა. ეს გუნდი, მოპოვებული მაღალი ქულებით, იმერეთის მასშტაბით რეიტინგში პირველ ოთხეულში მოხვდა.
ამავე ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეობდა ხარაგაულის #3 სკოლის გუნდი „სოკრატე“ (კაპიტანი საბა კოვზირიძე).
IX-XII კლასებს შორის ფინალში ასევე წარმატებით იასპარეზა ხარაგაულის #2 სკოლის გუნდმა „სფინქსი“ (კაპიტანი თამაზ ხაჩიძე).
ვულოცავთ „ტვინების ბრძოლაში“ წარმატებულ მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებს, მშობლებს და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას ვუსურვებთ.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის