

10-13 მაისს საქართველოში სალოტბარო სკოლების ფესტივალი „გალობის მერცხლები“ გაიმართა.
ეს ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
10 მაისს სვეტიცხოველში აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო 12-13 მაისს ბაგრატის საკათედრო ტაძარში დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ და აღდგომის დღესასწაულის საგალობლები შეასრულეს.
12 მაისს ფესტივალში ხარაგაულის სალოტბარო სკოლის გუნდი (მენეჯერი დალი მაღრაძე, ლოტბარი ზურაბ გოგოლაძე) ჩაერთო.
ღონისძიების შემდეგ, ბაგრატის ტაძრის ეზოში, მონაწილეები ფერხულში ჩაებნენ. ფესტივალი „გალობის მერცხლები“ შარშან დაფუძნდა და მიზნად სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ ქართული ტრადიციული გალობის გაცოცხლებას ისახავს.
ფოტოზე: ხარაგაულის სალოტბარო სკოლის გუნდი ბაგრატის ტაძარში
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის