
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შსს-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თვითნებურ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას 22 მაისს, საქალაქო სასამართლოს შენობაში არ დაეშვა ჟურნალისტები კამერებითა და მიკროფონებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, სასამართლოს ფოიეში კამერებით იმუშაონ და პირდაპირ ეთერშიც გავიდნენ, მათ ამ უფლებით 22 მაისს პირველად ვერ ისარგებლეს.
ამ დღეს სასამართლო იხილავდა პოლიტიკოსის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, საქმეს, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი და ამ ინტერესის საპასუხოდ სასამართლოში მედიის გამოჩენა იყო სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური.
ადგილზე დიდი ოდენობით მობილიზებული საპოლიციო ძალები და მანდატურები ფიზიკურად ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა ქალებზე, და ჟურნალისტებს მუშაობაში უშლიდნენ ხელს.
ქარტია მოუწოდებს შსს-ს, ხელი აიღოს ჟურნალისტების შევიწროებაზე და მისცეს მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების და კანონით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ,
ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ
29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მადრიდში გაიმართა ევროპის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.