

„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
იკითხება სასამართლოს ექსპერტი – გივი ჩხარტიშვილი. დაბადებული 1989 წელს.
პროკურორი მას უსვამს კითხვებს დგებუაძის დაზიანებებზე. ექსპერტი ამბობს, რომ დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ ჰქონია. პროკურორი არ ეშვება. ექსპერტი ცდილობს გამოიცნოს რის შესახებ სვამს კითხვებს პროკურორი – „სიწითლეზე ამბობთ? რომც შემემჩნია, ეგ არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი. ამიტომ არ შემიფასებია“.
„სიწითლე შეიძლება მეც მქონდეს ახლა, – ამბობს იგი მოგვიანებით, – უამრავი ფაქტორი იწვევს – ტემპერატურა, ემოციური ფონი…”
პროკურატურის მთავარი ნარატივი ნაშენებია ამ სიწითლეზე, რომ გვახსოვდეს.
ეს რადგან ჩამოინგრა, პროკურორი ცდილობს აქცენტი დასვას ტკივილზე, რომელსაც დგებუაძე განიცდიდა. გალაწუნების მეორე დღეს (!). „არც ეგაა დაზიანების ნიშანი, ამბობს მოწმე – ტკივილი სუბიექტური ცნებაა, არაა ექსპერტიზის კვლევის საგანი“.
თავზე ექცევათ მთელი პროპაგანდა“.
წერს სოციალურ ქსელში „პუბლიკას“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.