

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) საესტრადო სიმღერის წრის გოგონათა გუნდმა II პრემია და ლაურეატის წოდება მიიღო ქალაქ ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალზე – „ჰარიდა 2025“. გოგონათა გუნდს პედაგოგი დარეჯან გვაძაბია ხელმძღვანელობს.
ფესტივალში დასავლეთ საქართველოში მოქმედი მომღერალთა გუნდები მონაწილეობდნენ.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გოგონათა გუნდმა მსმენელისა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ჟიურის წევრთა შორის იყვნენ ვალერიან შიუკაშვილი, ნინუკა შარაშიძე, მიშო ჯავახიშვილი.
ვულოცავთ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კოლექტივს, პედაგოგ დარეჯან გვაძაბიასა და გოგონათა გუნდის წევრებს მორიგ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.
მოუსმინეთ მოსწავლეთა სახლის გოგონათა გუნდს და ფოლკლორულ ანსამბლს
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.