
ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება სლოგანით „აცერი და დაიცავი“ და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს იცავს ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან.
იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე ეფექტური ინტერვენციაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაციის მეშვეობით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 3.5-5 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა და სხვა.
იმუნიზაცია მოსახლეობას იცავს ვაქცინით მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისაგან. იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი და ეფექტური განხორციელების შედეგად მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ვაქცინით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა.
პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საშუალებით ევროპის რეგიონს მიენიჭა პოლიომიელიტისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსი. დღეისათვის, ვაქცინაციის სრული სარგებლის რეალიზაციით, შესაძლებელია წითელას და წითურას, B ჰეპატიტის და საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია.
მიმდინარე წლის კამპანიის ძირითადი თემა „იმუნიზაცია ყველასთვის – ჩვენ ეს შეგვიძლია“ ხაზს უსვამს იმუნიზაციით მოცვის ხარვეზების აღმოფხვრაში ადამიანის ინდივიდუალურ და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობას. ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იცავს იმუნიზაცია ადამიანის სიცოცხლეს დღეს და რისი მიღწევა შეიძლება მომდევნო ათწლეულებში იმის გათვალისწინებით, რომ უფრო მეტი ბავშვი და ზრდასრული მიიღებს ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელ ვაქცინებს.
ვაქცინით მართვადი ინფექციებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, საქართველოში მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას აცრების კალენდრით დამტკიცებული ვაქცინებით.
სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს სეზონური გრიპის, ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სხვადასხვა რისკ-ჯგუფში და ანტირაბიული და სხვა სტრატეგიული პრეპარატებით უზრუნველყოფას.
ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია!
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე)
ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება სლოგანით „აცერი და დაიცავი“ და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის […]
ორბელიანის ფონდი, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი