

12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +14,+16 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +16,+18 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12 აპრილს დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13-14 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 12 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge
სახალხო დამცველი შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.