ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება.

მისი აღნიშვნა 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს უკავშირდება.

წელს ამ დღის სლოგანია – ჯანსაღი დასაწყისი, იმედიანი მომავალი. ჯანმო იწყებს ერთწლიან კამპანიას დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დასაცავად; მოუწოდებს მთავრობებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად; პრიორიტეტი მიანიჭონ ქალთა გრძელვადიან ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს, გოჩა გიორგიძეს ვესაუბრეთ. ბატონი გოჩა, ამავდროუ ლად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრია.

– ბატონო გოჩა, – ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ჯანდა ცვის სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველა სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომი არაა. რას და როგორ გეგმავთ ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში, ვითარების გასაუმჯობესებლად.

– ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემას უფრო მას შტაბურად უნდა შევხედოთ. ქვეყანაში არსებობს სამედიცინო მომსახურების რამდენიმე საფეხურიანი სისტემა: პირველადი ჯანდაცვა, რაიონული დონის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი და მსხვილი სტაციონარები, სადაც მაღალტექნოლოგიური და ინტელექტუალური რესურსებია მობილიზებული.

ამ რგოლების და მაკავშირებელი არის გამართული რეფერალური სისტემა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის სამსახურების სახით.

პრევენციული სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მიზნით, ხარაგაულისა და ბორითის კლინი კებში სხვადასხვა პროფილის უფასო სამედიცინო აქციები იმართება. სკრინინგ აქციებზე, ადგილობრივი თვი თმმართველობის მხარდაჭერით, მოსახლეობა უფასოდ გადაჰყავთ.

ჩვენი მიზანია, შევაფასოთ მოსახლეობის საჭიროებები და მუდმივად ვიზრუნოთ მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. ვითანამშრომლოთ, როგორც კერძო სამედიცინო დაწესებულებებთან, ასევე დავსვათ საკითხები ჯანდაცვის სამინისტროში.

გარწმუნებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა რაციონალურ იდეას მყისიერად ეხმაურება.

– მტკიცებულებები მოწმობს, რომ პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემები ყველაზე ეფექტური და ეკონომიური გზაა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

ჩვენს ქვეყანაში უმეტესი დანახარჯები არის სტაციონარულ მკურნალობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი სათანადოდ არ მუშაობს. ამ დრომდე სერიოზული პრობლემებია სოფლის ამბულატორიებში როგორც კადრების დეფიციტის, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. რა სახის რეფორმები იგეგმება პირველად ჯანდაცვაში?

– პირველადი ჯანდაცვა არის კარიბჭე ჯანდაცვის სისტემის. პრიორიტეტი ყოველთვის უნდა იყოს დაავადებების პრევენცია, რაც ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებსა და მოსახლეობის ავადობას შეამცირებს. ამ მიმართულებით არაერთი პრევენციული პროგრამაა შემუშავებული.

პირველ ყოვლისა იმუნიზაცია, რომელიც არის ზოგადად ჯანდაცვის ყველაზე დიდი მონაპოვარი და მეორე – დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამები.

იმუნიზაციის კალენდარში დამატებულია ძალიან მნიშვნელოვანი – პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამით ქალებს, ბავშვებსა და მომავალ დედებს და ვიცავთ ისეთი დაავადებისაგან, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო. ამავდროულად, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის ვახორციელებთ სკრინინგს 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში.

ამ სკრინინგ კომპონენტს დაემატა პაპნაცხის პოლიმერაზული ჯა ჭვური რეაქციით კვლევა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ადრეულ ეტაპზე პაპვირუსის მაღალი რისკის შემცველი გენოტიპი დავადგინოთ.

სოფლის ამბულატორიებში საკადრო პრობლემები სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, კარგი იქნება, მეტად დავაინტერესოთ ახალგაზრდები პირველადი ჯანდაცვით. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი რეზიდენტების ინტეგრირება პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებში ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაახალგაზრდავებას.

მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რეაბილიტაცია და აღჭურვა. ოჯახის ექიმებს ტრენინგები მუდმივად უტარდებათ. სკოლებში მოქმედი სამედიცინო კაბინეტები/ოთახები მეტ შესაძლებლობას იძლევა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი და პრევენცია მოზარდებისა და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.

მინდა მივულოცო ჯანდაცვის მსოფლიო დღე სამედიცინო საზოგადოებას. მედპერსონალმა მუდმივად უნდა იფიქროს თვითგანვითარებაზე.

მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ სახელმწიფოსგან შემოთავაზებული უფასო პროგრამებით ისარგებლონ. უნდა დავიცვათ მომავალი თაობა იმუნიზაცით, მოზრდილები – სკრინინგ პროგრამებში დროული ჩართულობითა და იმუნიზაციით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.

ნინო კაპანაძე