

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ხარაგაულში ორი სოფლის – ლაშის იგორეთისა და კიცხის იგორეთის გაზიფიცირებას გეგმავს.
ამ მიზნით გამართულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2025 წლის 20 იანვარს გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, კიცხის იგორეთში გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 101 097 ლარია განსაზღვრული, ხოლო ლაშის იგორეთის გაზიფიცირებისთვის – 391 695 ლარი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ვის გრუპმა“ (გენერალური დირექტორი გიორგი გვიჩიანი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამ ორი სოფლის გარდა, ამავე ხელშეკრულებით, ზესტაფონის, ამბროლაურის, ადიგენისა და კასპის მუნიციპალიტეტების კიდევ ექვსი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოებიც უნდა შეასრულოს.
ხელშეკრულების თანახმად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სოფელში, გაზიფიცირების სამუშაოები 207 კალენდარულ დღეში (2025 წლის აგვისტოს ბოლომდე) უნდა დასრულდეს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.