
გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! სრულიად უდანაშაულო, უვნებელი და თავისუფალი ადამიანები, – ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართავს.
მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ. ამ ადამიანებს კი აკლებთ თავისუფლად ჰაერის ჩასუნთქვის (თუნდაც დანაგვიანებულის), ახლობლებთან მოსიყვარულების და კამათის, თავის ნებაზე ცხოვრების დღეებს, რომელიც ყველა მოქალაქის უფლება და თქვენი, მთავრობის, მთავარი მოვალეობაა.
თქვენზე იქნება ამ დღეების, თვეების და წლების განმავლობაში დაკარგული დღეების, რომლებსაც ვერასდროს ვერ დაუბრუნებთ, ტვირთად ტარება. ბევრად უფრო მძიმეა ეს ტვირთი, ვიდრე გგონიათ. თავისუფლების ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს „დროებით“ ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე. ასეთი დროა.
გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება – გთხოვთ, გთხოვთ, – გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე, ხარაგაულის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას
დღეს, 26 მარტს, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის
2025 წლის 26 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)