

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ახალი პროექტი „თეატრის ჯადოსნური სამყარო“ დაიწყო.
თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ამ პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ეწვიონ ხარაგაულის სახალხო თეატრს და მის ისტორიას გაეცნონ.
თეატრის სტუმრები ნახავენ, თუ როგორ მუშაობს სცენის განათება, გახმოვანება, სცენის ბრუნვა, შეხვდებიან მსახიობებს, დაათვალიერებენ თეატრალურ კოსტიუმებს, თოჯინების თეატრს, გაეცნობიან მხატვრისა და გრიმიორის მუშაობას.
თეატრში სტუმრობის მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ ირინე ჩხეიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 599 85 26 15.
„დიდთოვლობის გამო, ჯერჯერობით, ვერავინ გვეწვია, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – უახლოეს დღეებში ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ლიტერატურული წრის წევრებს ველოდებით. სკოლებიდან მასწავლებლები გამოგვეხმაურნენ და სურთ, მოსწავლეებთან ერთად ჩვენი 125 წლის თეატრის ისტორიას და დღევანდელ საქმიანობას გაეცნონ. ყველას სიხარულით ველოდებით“.
მერიის კულტურის სამსახური 2016 წლიდან პროექტს „თეატრი სკოლისათვის“ ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში სკოლებში შეხვედრები ეწყობოდა.
ამავე პროექტის ფარგლებში ხარაგაულის სახალხო თეატრმა 2016 და 2017 წლებში ხარაგაულში მოქმედ 26-ვე სკოლას საჩუქრად გადასცა სპექტაკლების – „დარისპანის გასაჭირი“ და „თანამდევი სული“ ჩანაწერები.
ირინე ჩხეიძე იმედოვნებს, რომ ახალი საგანმანათლებლო პროექტი თეატრს კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეაყვარებს.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა