

დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პედაგოგებს შეხვდა.
მინისტრი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
მან I-VI კლასებში სასკოლო ფორმების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველ მომდევნო წელს ფორმებს დანარჩენ კლასებშიც შეიტანენ, რადგან სკოლებში „ფორმის კულტურა უნდა განვავითაროთ“.
ახალი სასკოლო სახელმძღვანელობის შესახებ მინისტრმა თქვა, რომ წიგნებში თუ რამე არ მოსწონთ, მასწავლებლებმა და მშობლებმა ეს უნდა დაასაბუთონ, სამინისტრო კი მათ არგუმენტირებულ შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
იმ სოფლებისთვის, სადაც მცირეკონტინგეტიანი სკოლები ან დანგრეულია, ან გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს, განათლების სამინისტრო კონტეინერული სკოლების შეძენას აპირებს.
„ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, შეიძენენ თუ არა კონტეინერულ სკოლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების – წყალაფორეთისა და საღანძილესთვის, მინისტრმა გვიპასუხა:
„უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენგან ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიგზავნება წერილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაში მყოფი, მცირეკონტინგენტიანი, სულ მცირე ორი სკოლა იმ ჩამონათვალში აუცილებლად იქნება“.
„2023 წლიდან საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაწესდა, – აღნიშნა განათლების მინისტრმა ხარაგაულში შეხვედრაზე, – ამ დღეს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ათ პედაგოგს დავაჯილდოებთ.
ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრები მუნიციპალიტეტების დონეზე დამატებით ავლენენ. დღეიდან 27 ოქტომბრამდე, მე და ჩემი მოადგილეები საქართველოს ყველა მუნიციპალტეტს ვესტუმრებით, პედაგოგიურ საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას გავაცნობთ და ღვაწლმოსილი პედაგოგების მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ“.
გივი მიქანაძემ მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა:
ნაზი სახვაძე – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
ნათია ხიჯაკაძე – ლეღვნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი;
სულიკო დონაძე – ბორითის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი;
ინგა გლუნჩაძე – ბაზალეთის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
ნინო ჭყოიძე – მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ ხუთ პედაგოგთან ერთად მადლობის სიგელი ვაშლევის საჯაროს კოლის დირექტორს, ქეთინო ლურსმანაშვილს გადასცა. მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ექვსივე პედაგოგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულად ჯილდოს მიიღებს.
განათლების მინისტრისა და პედაგოგების შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტარი პაატა კვიჟინაძე ესწრებოდნენ.
ფოტოზე: მეორე რიგში – დაჯილდოებული ღვალწლმოსილი ხარაგაულელი პედაგოგები (მარცხნიდან) სულიკო დონაძე, ქეთინო ლურსმანაშვილი, ნინო ჭყოიძე, ინგა გლუნჩაძე, ნათია ხიჯაკაძე, ნაზი სახვაძე.
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა და იმედი, რომელიც წლების
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,