

2025 წლის პირველი თებერვლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ააიპ-ების თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება 125 ლარით ეზრდებათ. ამისათვის ბიუჯეტიდან დამატებით 965 675 ლარი გამოიყოფა. მათ შორის,
– სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ესაჭიროება 242 400 ლარი;
– ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას – 320 375 ლარი;
– სამუსიკო სკოლას – 27 500 ლარი;
– სათნოების სახლს – 16 500 ლარი;
– მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს – 34 375 ლარი;
– მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრს – 6 900 ლარი;
– ბორის საჯარო სკოლას (პანსიონი) – 33 000 ლარი;
– სპორტის ცენტრს – 88 000 ლარი;
– კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრს – 193 875 ლარი;
– ფოლკლორის ცენტრს – 2 750 ლარი.
2025 წლის პირველი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზარდა.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეები დღეს,
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
2026 წლის პირველი იანვრიდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია
ხარაგაულში 23 ივლისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეწყდება.
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში,