USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიება იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის 13 სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებისა და მშობლების ჩართულობით 17 იანვარს ქუთაისში გაიმართა.
ღონისძიებაზე მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც კლუბის წევრებმა წარადგინეს გასული სემესტრის განმავლობაში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლების კლუბ IN ACTION-ის წევრები.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პროგრამის საუკეთესო სამოქალაქო განათლების ლიდერი კლუბი, საუკეთესო ლიდერი, მობილიზატორი და ადმინისტრატორი.
ხარაგაულის სამოქალაქო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ციცქიშვილი ამბობს, რომ შემაჯამებელ ღონისძიებაზე კლუბის მიერ 15 ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე განხორციელებული აქტივობები წარადგინეს.
„ჩვენმა კლუბმა ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებზე, შშმ პირთა უფლებებზე, ბულინგის, პროფორიენტაციის, მედიაწიგნიერებისა და მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე ვიმუშავეთ, – ამბობს ელენე, – თითოეული აქტივობა ქულებით შეფასდა და მართალია, საუკეთესო კლუბის ტიტული ვერ მოვიპოვეთ, თუმცა, პირველ სამეულში შევედით.
ამ შედეგმა გაგვახარა და შემდგომში უფრო აქტიური საქმიანობის სტიმული მოგვცა“.
საუკეთესო სამოქალაქო განათლების კლუბის წოდება მიიღო ვანის სამოქალაქო განათლების კლუბმა „გალაკოლხეთი“;
საუკეთესო ლიდერის წოდება მიიღო ნინი ვაშაყმაძემ – ვანის სამოქალაქო განათლების კლუბი „გალაკოლხეთი“;
საუკეთესო ადმინისტრატორის წოდება მიიღო ანიკა ჭიჭუეიშვილმა – ქუთაისის სამოქალაქო განათლების კლუბი „მუდმივი მოძრაობა“;
საუკეთესო მობილიზატორის წოდება მიიღო თეკლა ფხალაძემ – ქუთაისის სამოქალაქო განათლების კლუბი „მუდმივი მოძრაობა“.
პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას 150-ზე მეტი ადამიანი – იმერეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, „PH International – საქართველოს“, სამოქალაქო განათლების კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ წარმოადგენს პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო განათლების პროგრამამ 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, 2024 წლის სექტემბრიდან სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობა შეაჩერა და მხოლოდ მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობას აგრძელებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 20 იანვრიდან განახლდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის,
დღეს, 30 იანვარს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამერიკის