პედიატრი ანა მაღრაძე სეზონური გრიპის შესახებ გვირჩევს:

ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველ წლის ოქტომბრიდან, ბავშვებში 6 თვის ასაკიდან!

თუ გაქვთ სიმპტომები, გადადით იზოლაციაში, მიიღეთ ბევრი სითხე და მართეთ ცხელება! მოერიდეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, უცხო ადამიანებს, ბავშვებს! დაიცავით ჰიგიენის ნორმები!

ერთ წლამდე ასაკის ბავშვების ავადობის შემთხვევაში, პირველივე დღიდან აუცილებელია კომუნიკაცია პედიატრთან და არა გაურკვეველ ფეისბუქჯგუფებში „პოსტვა“!

ბავშვებისთვის აუცილებელია სითხის მიწოდება, ასევე ცხელების მართვა. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს ანტიპირეტიკი (სიცხის დამწევი) აუცილებლად კილოგრამ/წონაზე გადაანგარიშებით უნდა მისცეთ!

სხვა დამატებითი სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა და დროული ვიზიტი.

არც სურდო, არც ხველა და არც ტემპერატურული რეაქცია, თუ კუპირებადია (შექცევადია), არ არის საშიში. ეს ყველაფერი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციებია და დროში გახანგრძლივების თავისი ნორმები აქვს!

თუმცა ამ სიმპტომების დაწყების დროს და ხასიათს აუცილებლად ატყობინებთ ექიმს!

არავითარი ანტიბიოტიკიოთერაპია, თუ ამის ინსტრ/ლაბორატორიული ჩვენება არ არის! (ამასაც ექიმი წყვეტს)!

არ გამოიყენება მცირე ასაკის ბავშვებში ე.წ. „ნახველის გამათხელებლები“ (მუკოლიტიკური და მუკოლიზური) საშუალებები და ზოგადად „გადასხმები ბინაზე“!

გრიპის და სხვა სახის ვირუსები არსებობენ, არსებობდნენ და იარსებებენ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათთან სწორი თანაცხოვრება, სიმპტომების სწორი და დროული ამოცნობა და მართვა!

საყურადღებოა:

ერთ წლამდე ასაკი, შეუპოვარი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, მრავალჯერადი ღებინება/დიარეა, სითხის მიღების შეუძლებლობა, სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები, უჩვეულო სისუსტე, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება/გახშირება/ქოშინი, შეუპოვარი ხველა, ჰემორაგიული გამონაყარი სხეულზე.