

დღეს, 9 იანვარს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლის გაგრძელდება 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.
სასკოლო ტურის წარმატებით დაძლევის შედეგად, ოლიმპიადის მეორე ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 32 მოსწავლე მონაწილეობს.
I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე.
II სესიაზე რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის შენობაში ტარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ნანა ჭაბაშვილის ინფორმაციით, სესიები წყნარ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ხარაგაულში ოლიმპიადის მონაწილეებს კარგი პირობები აქვთ შექმნილი თავიანთი ცოდნისა და უნარების გამოსავლენად.
წარმატებებს ვუსურვებთ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეებს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.