მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობას აჩერებს:
უპასუხოდ ვერ დავტოვებ შეკითხვას, თუ რატომაა ცუდი, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.
მოკლე პასუხია – ბოლო 30 წელია, აშშ გვერდში გვიდგას, რომ რუსეთმა ბოლომდე არ გადაგვყლაპოს.
ექვსი მილიარდი აშშ დოლარი – ეს კი არის ფინანსური დახმარების ოდენობა, გრანტი, რომელიც საქართველომ აშშ-ისგან 29 წლის განმავლობაში მიიღო.
ეს არაა მხოლოდ რიცხვები! ესაა უამრავი ადამიანის მომავალი და შეცვლილი ცხოვრება, ჩვენი შვილებისთვის უკეთესი განათლება, ახალი სკოლები, გაცვლითი პროგრამები და შესაძლებლობები, გზები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ჩვენი საზღვრის და ჯარის გაძლიერება. ჯანდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარება და მრავალი სხვა….
აშშ-ის დამსახურებაა, რომ ბოლომდე არ ჩაყლაპა რუსეთმა ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო, და ზოგადად ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა რუსეთთან ომის პირობებში“, – წერს სოციალურ ქსელში მაგდა მაღრაძე.
დღეს, 9 იანვარს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლის გაგრძელდება 2024-2025 სასწავლო წლის
დღეს, 9 იანვარს, 40 დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის, ღირსეული პიროვნების,
დღეს, 28 დეკემბერს, ხარაგაულელები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და სოლომონ მეფის
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით,
20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა