

2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 25 ნოემბერს დაიწყება 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე. პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს საგანი და შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge.
ტესტირების დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.
ოლიმპიადის განრიგი:
25 ნოემბერი
ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
გერმანული ენა.
26 ნოემბერი
ისტორია;
ქიმია.
27 ნოემბერი
ინგლისური ენა;
ფრანგული ენა.
28 ნოემბერი
მათემატიკა;
ბიოლოგიაში.
29 ნოემბერი
გეოგრაფია;
ფიზიკა;
რუსული ენა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.