
ინსულტის მსოფლიო დღე 2004 წლიდან ყოველწლიურად 29 ოქტომბერს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინსულტის, მისი პრევენციისა და სიმპტომების შესახებ, აგრეთვე, ყურადღების გამახვილება ინსულტგადატანილ პირთა რებილიტაციის საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე.
მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის სლოგანია „აქტიური გამოწვევა – მეტი, ვიდრე ინსულტი“. კამპანიის მიზანია ხაზი გაუსვას რეგულარული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას და მის როლს ინსულტის პრევენციაში. კამპანია მოუწოდებს ადამიანებს, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობის რომელიმე სახეობით ყოველდღიურად, 30 დღის განმავლობაში, დღეში 30 წუთით.
ინსულტის შემთხვევათა 90% ასოცირდება სწორედ იმ რისკ-ფაქტორებთან, რომელთა პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით:
საქართველოში 2023 წელს რეგისტრირებულია ინსულტის 4 769 შემთხვევა, წლის ბოლოს კი აღრიცხულია ცერებროვასკულარული დაავადებების 11 800 შემთხვევა (პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე – 317.6).
ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ეს პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს.
ინსულტის ჰოსპიტალური შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ინსულტის რეგისტრის შემუშავება. აღნიშნული ინტერვენციები გააუმჯობესებს ინსულტის ნოზოლოგიის გამოვლენის შეფასებისა და მართვის პროცესს ქვეყანაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო