

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, წარადგინა.
წულაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ პარლამენტმა 2019 წელს აირჩია. 2023 წლის 29 დეკემბრიდან მან განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
2024 წლის აგვისტოდან ალექსანდრე წულაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
განათლების მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 28 სექტემბერს პოსტი გიორგი ამილახვარმა დატოვა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.