

ხარაგაულის კინოთეატრში ხვალ, 14 აგვისტოს, 16:00 საათზე თოჯინების თეატრის სპექტაკლი „აბა, თაგუნებო!“ გაიმართება.
რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ სპექტაკლის ჩვენება მაყურებლის თხოვნით გადაწყვიტეს.
„აბა, თაგუნებო!“ მოგვითხრობს მარტოხელა ქალზე, რომელსაც თაგუნები შეეჩვივნენ. ქალბატონმა მათ მოსაგერიებლად ფისო მოიყვანა. ფისო კი თაგუნებს დაუმეგობრდა.
დიასახლისზე გაბრაზებულმა მეგობრებმა სახლიდან წასვლა გადაწყვიტეს, თუმცა, ქალბატონი დაბადების დღეს მარტო არ დატოვეს და გაახალისეს.
ხარაგაულის კინოთეატრის სალაროებში ამ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები ხვალ, 14 აგვისტოს, დილიდან გაიყიდება. ბილეთის ღირებულება 3 ლარია.
ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 577 38 37 06.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.