

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია.
ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის 5 ივნისს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.
მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე (დასავლეთის მიმართულება) სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე სამოძრაო ზოლზე ჩატარდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.