

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) ტრადიციული პროექტი – „მუზეუმი მასპინძლობს მუნიციპალიტეტის სტუმარ ბავშვებს“ დაიწყო.
16 ივლისს მუზეუმში 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოეწყო პროექტი – „პატარა არქეოლოგები“ და „მოხალისე რესტავრატორები“.
18 ივლისს გაიმართა ღონისძიება „ჩემი პატარა ხელებით“ – 3-დან 10 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის. ღონისძიებების მონაწილეებმა, აქტივობების პარალელურად, ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს და მშობლიური ხარაგაულის ისტორიას გაეცვნენ.
19 ივლისს მოსწავლეებისთვის „სახალისო შემეცნებითი ვიქტორინა“ ჩატარდა. მუზეუმის ადმინისტრაციამ პროექტის მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.