

ჭიათურელი მირანდა კაპანაძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი ევროპის ჩემპიონი გახდა!
მირანდამ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო, ჩემპიონის ტიტული და ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა.
აქამდე არც ერთ ასაკობრივ, მათ შორის საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია.
მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.