

დიდად ვწუხვართ, რომ სამოცდახუთი წლის ასაკში ღვთივ განისვენა ჩვენი ეპარქიის ერთგულმა შვილმა, ბატონმა ნოდარ ებანოიძემ – სიკეთით სავსემ, ჩვენი ქვეყნისა და, განსაკუთრებით, ხარაგაულის ღირსეულმა წარმომადგენელმა.
ბატონი ნოდარი დაუღალავად და ერთგულად ემსახურა სამშობლოს, გახლდათ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, სხვადასხვა დროს ეჭირა სახელმწიფო სტრუქტურებში წამყვანი თანამდებობები. მას განსაკუთრებული სიყვარული გააჩნდა მისი მშობლიური მხარის მიმართ. ხარაგაულსა და ხარაგაულელებს ყოველთვის ემახსოვრებათ და თბილად მოიგონებენ მათთვის მზრუნველ და გულშემატკივარ ნოდარ ებანოიძეს.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ნოდარის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მელქისედეკი (ხაჩიძე)
14.05.2024
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.