

დღეს, 13 მაისს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, იესპერ მოლერი ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელება და სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ პროცესში.
კოდექსის განხორციელების ძირითადი სტრატეგია ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში მთელი საზოგადოების აქტიური ჩართულობაა. იგი მოიცავს ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო საზოგადოებას, აკადემიას, ახალგაზრდებსა და ინდივიდებს, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო ეთიკური ნორმების, პრინციპებისა და ღირებულებების დაცვას. ურთიერთთანამშრომლობა ამ მიდგომის ქვაკუთხედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი კი – გადამწყვეტი.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა იუნისეფს გაუზიარეს მოსაზრებები ბავშვთა უფლებების დაცვისა და კოდექსის განხორციელების კუთხით მათ მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.