
ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სოციალური ქსელით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:
ხვალ, 2024 წლის 14 მაისს, რუსული ოცნების პარლამენტარები ხელს მოაწერენ სამშობლოს გაყიდვას და პატრიოტიზმს კიდევ ერთხელ შეაფარებენ თავს. თუმცა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისტორია ფაქტებია და არა იდეალები.
ამიტომაც ამ მოღალატეობრივ აქტს თაობები დაიმახსოვრებენ, როგორც წინაპართა ხსოვნის შეურაცხყოფას, რწმენის წაბილწვას, კონსტიტუციის შებღალვას; ანწუხელიძის, მაყაშვილის, ჭოველიძისა და შარტავას მკვლელებისთვის სამშობლოს დათმობას.
ხვალ ქვეყნის ღალატს ხელს მოაწერს არა მხოლოდ 83 დეპუტატი, არამედ ყველა, ვინც რუსული რეჟიმის მიერ მიღებულ რუსულ კანონს მხარს დაუჭერს ან დაფრთხება და ხმას არ ამოიღებს. ისტორია მოღალატეების გვარ-სახელებს საგულდაგულოდ შეინახავს, მათ შორის, საოჯახო არქივებში და ყველაზე მძიმე სწორედ შთამომავალთა მსჯავრი იქნება.
დღეს, 2024 წლის 13 მაისს, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ უარი თქვათ ოკუპანტთან გარიგებაზე, ხვალ უკვე აღარ.
დღეს, 2024 წლის 13 მაისს, ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეცვალოთ ქვეყნის ბედისწერა, ხვალ უკვე ვეღარ.
დღეს, 2024 წლის 13 მაისს, ჯერ კიდევ შეგიძლიათ ხელი ჩაგვჭიდოთ, ხვალ უკვე მხოლოდ ღირსეულ მოქალაქეთა ერთობა ითავებს ქვეყნის, ჩვენი და თქვენი შვილების ევროპული მომავლის გადარჩენას.
გადაწყვეტილების მიღებას სულ 67 წამი სჭირდება.
შემოგვიერთდით! – წერს სოციალურ ქსელში ლევან ცუცქირიძე.
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს