

მეთოთხმეტე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ტარდება.
დღეს, 16 აპრილს, ამ კონკურსის რეგიონული ტური ხარაგაულის გიმნაზიაში გაიმართა და მას საპატრიარქოს წარმომადგენელი დიაკონი გენადი ტლაშაძე უძღვებოდა.
კონკურსში მონაწილეობდნენ: ხარაგაულის გიმნაზიის გუნდი „რკინის ჯვარი“ (კაპიტანი სიდონია ორლოვი), ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდი „ედემი“ (კაპიტანი ნიკოლოზ ბუკია), ლენტეხის მუნიციპალიეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი „ჯვარი მძლეველი“ (კაპიტანი ნინო ბენდელიანი), ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის გუნდი „შენ ხარ ვენახი“(კაპიტანი ხატია ფრუიძე).
კონკურსი სამი ტურისგან შედგებოდა. პირველ ორ რაუნდში გუნდებს უნდა ეპასუხათ შეკითხვებზე ძველი და ახალი აღთქმიდან. მესამე ტურში დასმულ შეკითხვებს კაპიტნები პასუხობდნენ.
კონკურსის მიმდინარეობისას გუნდებს გულშემატკივრები მუსიკალური ნომრებით ამხნევებდნენ.
ამ რეგიონულ ტურში გამარჯვება ხარაგაულის გიმნაზიის გუნდმა მოიპოვა. ლენტეხისა და ამბროლაურის სკოლების გუნდები ე.წ. „სანუგეშო ტურში“ იასპარეზებენ.
ვულოცავთ ხარაგაულის გიმნაზიის გუნდს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას